გერმანიის 2012 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დორტმუნდის “ბორუსიას”
ნახევარმცველი მარკო როისი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ამავე გუნდი
დამრიგებელი იურგენ კლოპი.
გასულს ეზონზე როისმა მიონხენგლადბახის “ბორუსიას” შემადგენლობაში 18
გოლი გაიტანა და დაეხმარა თავის გუნდს მე-4 ადგილი დაეკავებინა ჩემპიონატში. ამის
შედეგად ფეხბურთელმა პირველი პოზიცია დაიკავა ჟურნალ “Kicker”-ის გამოკითხვაში და
უკან ჩამოიტოვა მატს ჰუმელსი და რობერტ ლევანდოვსკი.
“ძალიან ვამაყობ ამ პრიზით - ის ჩემთან სამუდამოდ დარჩება და მომცემს
დამატებით მოტივაციას, რომ ახალ სეზონში ორჯერ უფრო უკეთესად ვითამაშო” -
განაცხადა როისმა, რომელიც 17,5 მილიონ ევროდ გადავიდა მიონხენგლადბახის
“ბორუსიადან” დორტმუნდის “ბორუსიაში”.
Internet.ge