საქართველოს ჭაბუკ წყალბურთელთა წარმატება სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" - ნოდარ გვახარიას სახელობის ტურნირი ქართველი სპორტსმენების გამარჯვებით დასრულდა.
შეჯიბრში, საქართველოს გარდა, ბელორუსის, თურქეთისა და ყაზახეთის ასაკობრივი ნაკრებები მონაწილეობდნენ. ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირში სამივე შეხვედრის მოგება შეძლეს.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში საქართველოს ასაკობრივი ნაკრები თურქ თანატოლებს დაუპირისპირდა და მეტოქე დაძაბულ ორთაბრძოლაში 8:7 დაამარცხა.
ჩემპიონატის ბომბარდირი ანდრო ბითაძე გახდა, საუკეთესო მეკარის ტიტული კი ცოტნე ინწკირველმა მოიპოვა.
ჩემპიონატში მესამე საპრიზო ადგილზე ბელორუსის ჭაბუკთა ნაკრები გავიდა, რომელმაც ყაზახეთი 10:7 დაამარცხა.
internet.ge