19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჭანტურიამ, შესაძლოა, კარიერა
იტალიის სერია “ა”-ში გააგრძელოს - არნემის “ვიტესის” გარემარბის ყიდვის სურვილი
კახა კალაძის ყოფილ კლუბს “ჯენოას” აქვს, რომელმაც უკვე კონკრეტული წინადადებით
მიმართა ფეხბურთელს.
“მე მართლაც დამეკონტაქტნენ “ჯენოას” წარმომადგენლები. ახლა უნდა შევხვდე
“ვიტესის” მფლობელ მერაბ ჟორდანიას და შექმნილი სიტუაცია განვიხილო, რათა
გადაწყვეტილება მივიღო ჩემს მომავალთან დაკავშირებით” - უთხრა ქართველმა “Football
Italia”-ს.
Internet.ge