საქართველოს მორაგბეთა ნაკრების უკანა ხაზელმა სანდრო თოდუამ თავისი
სადებიუტო ლელო დადო ახალი ფრანგული კლუბის “ალბის” შემადგენლობაში - 24 წლის
“ბორჯღალოსანმა” თავი გამოიჩინა “შავ-ყვითლების” წინასასეზონო ტესტ-მატჩში
“ფედერალ 1”-ის “ექს ან პროვანსთან” 17:20.
შეგახსენებთ, რომ “ალბი” საფრანგეთის მე-2 დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერია
და ახალი სეზონიდან ამ გუნდის შემადგენლობაში ერთდროულად სამი ქართველი მორაგბე
ითამაშებს: სანდრო თოდუას გარდა, შემადგენლობაში რიცხებიან: ბურჯი კახა კობერიძე
და საქართველოს ნაკრების შერკინების მეორე ხაზელი ვახტანგ მაისურაძე. სამივე
ქართველმა კონტრაქტები “ალბისთან” ზაფხულში გააფორმა.
საფრანგეთის მეორე დივიზიონი სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და “ალბი” თავის
სადებიუტო შეხვედრას შინ “კოლომიესთან” გამართავს.
Internet.ge