ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ნბა-ს მიმდინარე სეზონზე
- რეგულარული ჩემპიონატის მორიგ შეხვედრაში მისმა “ატლანტა ჰოუქსმა” გასვლაზე
გაანადგურა “ჩარლოთ ბობქეთსი” 116:96 და ქართველმა ცენტრმა ეფექტურობის ყველაზე
მაღალი მაჩვენებელი დააგროვა ორივე გუნდის შემადგენლობაში +29.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო ხუთეულში გამოვიდა და მოედანზე
მთლიანობაში 38.01 წუთი გაატარა - დროის ამ მონაკვეთში ზაზამ 12 ქულა, 16 მოხსნა
და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ფაჩულიამ 6 ორქულიანიდან 5 ჩააგდო და ორივე
საჯარიმო ზუსტად მოათავსა კალათში.
ამ გამარჯვების შემდეგ “ატლანტა ჰოუქსმა” მე-5 ადგილზე გადაინაცვლა
აღმოსავლეთის კონფერეციაში.
Internet.ge