“რეალმა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურსმა” საბოლოოდ მოილაპარაკეს ლუკა მოდრიჩის
ტრანსფერზე - “სამეფო კლუბი” 32 მილიონ ევროს გადაიხდის ხორვატიის ნაკრების
ნახევარმცველში და ფეხბურთელი 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს მადრიდულ გუნდში.
26 წლის მოდრიჩი ხვალ გაფრინდება ესპანეთში, სადაც სამედიცინო შემოწმებას
გაივლის და კონტრაქტის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალიც გაიმართება. გასულს
სეზონზე ხორვატმა პრემიერლიგაში 36 შეხვედრა გამართა და 4 გოლი გაიტანა “ტოტენჰემის”
შემადგენლობაში.
Internet.ge