ზაზა ფაჩულია საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო
ეტაპის სასტარტო მატჩში თამაშს ვერ შესძლებს რუმინეთთან - ჩვენი გუნდის კაპიტანს ფეხის
კუნთის ტრავმა აწუხებს, რომელიც მან ვერაფრით ვერ მოირჩინა.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდი D ჯგუფის სასტარტო შეხვედრას
რუმინეთის ნაკრებთან 18 აგვისტოს, შაბათს თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს
19.00 საათზე. ჯგუფში რუმინეთის გარდა, ქართველთა მეტოქეები: ბოსნია-ჰერცეგოვინა,
ლატვია და ჰოლანდია არიან.
საქართველოს ნაკრების
განაცხადი
გიორგი ცინცაძე (გამთამაშებელი 192სმ. უკლუბოდ), ჯეიკობ პულენი
(გამთამაშებელი 185სმ. “ბიელა” იტალია), კორი ფიშერი (გამთამაშებელი 185სმ.
“ანტალია” თურქეთი), მანუჩარ მარკოიშვილი (მსროლელი 196სმ. “ბენეტ კანტუ” იტალია),
ბესიკ ლეჟავა (მსროლელი 192სმ. “აპოლონი” კვიპროსი), ლევან ფაცაცია (მსუბუქი
ფორვარდი 196სმ. “სოხუმი”), ანატოლი ბოისა (მსუბუქი ფორვარდი 195სმ. “არმია”), ვიქტორ
სანიკიძე (ფორვარდი 203 “მონტეპასკი სიენა” იტალია), თორნიკე შენგელია (ფორვარდი
207 “ბრუკლინ ნეთსი” აშშ), ნიკა მეტრეველი (მძიმე ფორვარდი 211სმ. “სასარი”
იტალია). აკაკი დვალიშვილი (მძიმე ფორვარდი 208სმ. “ოლიმპი”), გიორგი შერმადინი
(ცენტრი 215სმ. “მაქაბი” ისრაელი), ზაზა ფაჩულია (ცენტრი 210 “ატლანტა ჰოუქსი”
აშშ), რიჩარდ მათიაშვილი (ცენტრი 208 “ქუთაისი”).
მთავარი მწვრთნელი: იგორ
კოკოშკოვი
მწვრთნელები: დავით
უსტიაშვილი, კოტე ტუღუში
ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კალენდარი
18
აგვისტო
საქართველო – რუმინეთი
21
აგვისტო
ბოსნია – საქართველო
24
აგვისტო
საქართველო – ლატვია
27
აგვისტო
ჰოლანდია – საქართველო
2
სექტემბერი რუმინეთი – საქართველო
5
სექტემბერი
საქართველო – ბოსნია
8
სექტემბერი ლატვია
– საქართველო
11
სექტემბერი
საქართველო – ჰოლანდია
internet.ge