GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საკალათბურთო ნაკრები ევროშესარჩევ ტურნირს რუმინეთით იწყებს
12:03 18.08.2012
დღის სიახლეები
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები "სპორტის სასახლეში" რუმინეთთან შეხვედრით იწყებს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირს.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატი გაისად სლოვენიაში გაიმართება და ისევე როგორც 2011 წელს ლიტვაში შემდგარ ევროპირველობაზე, ახლაც 24 ნაკრები ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე მასპინძელი სლოვენიის გარდა შესარჩევი ტურნირის გარეშე დაშვებულია 7 გუნდი, დანარჩენ 16 საგზურს კი 31 ნაკრები გაითამაშებს, რომლებიც ექვს ჯგუფში არიან გადანაწილებული.

საქართველოს კენჭისყრამ შეახვედრა ხუთგუნდიანი D ჯგუფი, სადაც ასევე არიან ბოსნია–ჰერცეგოვინა, ლატვია, რუმინეთი და ჰოლანდია. ჯგუფიდან ევროპირველოვაზე ავტომატურად გავა ორი საუკეთესო გუნდი და დიდი ალბათობით მესამეც (შესარჩევი ტურნირის ექვსი ჯგუფის ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი მიიღებს სლოვენიაში თამაშის უფლებას).

D ჯგუფში ფავორიტთა შორის საქართველოც მოიაზრება ტრადიციულად ძლიერ საკალათბურთო ნაკრებებთან – ბოსნიასა და ლატვიასთან ერთად, თუმცა სასურველი ადგილის დაკავება იოლი არ იქნება.

სერბი სპეცილისტის იგორ კოკოშკოვის მიერ გაწვრთნილი "ჯვაროსნები" ინტენსიურად მოემზადნენ საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. ნაკრების სუსტ წერტილად ჩაითვლება მოკლე სათადარიგოთა სკამი, მით უფრო მას შემდეგ, რაც სამწვრთნელო შტაბმა გუნდში აღარ მიიწვია 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაცადი ვეტერანები – ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა და გიორგი გამყრელიძე.

დიდი დანაკლისია ზაზა ფაჩულიას არყოფნა. ეროვნული გუნდის კაპიტანმა რამდენიმე დღის წინ გერმანიასთან შეხვედრისწინა ვარჯიშზე ძველი ტრავმა გაიმიზეზა და გამოტოვებს რუმინეთთან საწყის შეხვედრას.

კოკოშკოვი ამ შესარჩევ ციკლში ძირითადად დაეყრდნობა 7 მოთამაშეს – გიორგი ცინცაძეს, მანუჩარ მარკოიშვილს, ვიქტორ სანიკიძეს, თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინს, ანატოლი ბოისას და ნაკრების ნატურალიზებულ ახალწვეულ ჯეიკობ პულენს, რომელმაც საწვრთნელ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

მათ და ფაჩულიას გარდა 12–კაციან განაცხადში არიან ლევან ფაცაცია, ბესიკ ლეჟავა, რიჩარდ მათიაშვილი და ნიკა მეტრეველი. თადარიგში მოიაზრებიან აკაკი დვალიშვილი და მეორე ამერიკელი კორი ფიშერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გუნდში პულენს ჩაანაცვლებს. ფიბა–ს წესდების თანახმად ყოველ ნაკრებს უფლება აქვს, 12–კაციან განაცხადში იყოლიოს მხოლოდ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი.

აღსანიშნავია, რომ D ჯგუფში საქართველო ყველაზე ბოლოს იღებს სტარტს. ვინაიდან ჯგუფი ხუთგუნდიანია, ყოველ ტურში თითო გუნდი ავტომატურად ისვენებს და საქართველოს ნაკრებმა ამგვარად გამოტოვა პირველი ტური, რომელშიც ბოსნიამ შინ 87:84 დაამარცხა ლიტვა, ხოლო რუმინეთმა 90:84 მოუგო ჰოლანდიას.

საქართველოს ნაკრებში არიან: გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ანატოლი ბოისა, ჯეიკობ პულენი, ზაზა ფაჩულია, ლევან ფაცაცია, ბესიკ ლეჟავა, რიჩარდ მათიაშვილი, ნიკა მეტრეველი.

მთავარი მწვრთნელი გახლავთ იგორ კოკოშკოვი, მწვრთნელები - დავით უსტიაშვილი, კოტე ტუღუში.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კალენდარი კი ასე გამოიყურება:

18 აგვისტო. თბილისისაქართველო – რუმინეთი
21 აგვისტო. სარაევობოსნია – საქართველო
24 აგვისტო. თბილისისაქართველო – ლატვია
27 აგვისტო. ალმერეჰოლანდია – საქართველო
2 სექტემბერი. სიბიურუმინეთი – საქართველო
5 სექტემბერი. თბილისისაქართველო – ბოსნია
8 სექტემბერი. რიგალატვია – საქართველო
11 სექტემბერი. თბილისისაქართველო – ჰოლანდია

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნანუკა ჟორჟოლიანი: მალე მეც მომიწევს დამშვიდობება მაყურებელთან1
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს საქართველოდან ჯარების გაყვანა მოსთხოვა2
მილიციის განყოფილებაში წამების შემდეგ მამაკაცმა მუცელი გამოიფატრა3
ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვტოვებ ‘’ქართულ ოცნებას"4
მერიამ „ქართულ ოცნებას“ თავისუფლების მოედანზე მანიფესტაციის გამართვის ნებართვა მისცა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X