მანუჩარ მარკოიშვილი: „რუმინეთთან დაშვებული შეცდომები ბოსნიასთან უნდა გამოვასწოროთ“
15:27 21.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი თვლის, რომ გუნდმა უნდა გამოასწოროს ის შეცდომები, რაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სასტარტო მატჩში დაუშვა რუმინეთის ნაკრებთან და ბოსნიასთან უფრო მაღალი დონის თამაში უნდა აჩვენოს. სარაევოში მყოფმა იტალიური „ბენეტ კანტუს“ მსროლელმა პირველი კომენტარი გააკეთა დღევანდელი თამაშის წინ.
„რუმინეთთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისათვის და ძალიან გახარებულები ვართ, რომ შევძელით ძლიერი მეტოქის დამარცხება. თუმცა შეხვედრის განმავლობაში დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომები, რომლებიც ბოსნიასთან ორთაბრძოლისას უნდა გამოვასწოროთ, თუ გვინდა, რომ კარგ შედეგს მივაღწიოთ“ - თქვა მატჩის წინ მარკოიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ბოსნიასა და საქართველოს შორის დღეს თბილისის დროით 22.00 საათზე დაიწყება სარაევოში და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადასცემს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|