“მილანის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბი არ
აპირებს დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო
ალეგრი.
ხმები 44 წლის სპეციალისტის შესაძლო გადაყენების შესახებ მას შემდეგ
გავრცელდა, რაც მილანელები იტალიის სერია “ა”-ს 31-ე ტურში “ფიორენტინასთან”
დამარცხდნენ (1:2) და ჩემპიონატის ლიდერობა “იუვენტუსს” დაუთმეს.
“სკამი ალეგრის ქვეშ არ ირყევა. არ მოუსმინოთ იმათ, ვინც ამის შესახებ
საუბრობს. სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ არის დრო და ის რაც “მილანს” დაემართა
“ფიორენტინასთან” შეხვედრაში, შესაძლოა შეემთხვას “იუვენტუსსაც”.
ეს მარცხი იყო იმ დაღლილობის შედეგი, რასაც “ბარსელონასთან” ბრძოლის
შემდეგ ვგრძნობდით. მაგრამ ჩვენ მხოლოდ 1 ქულით ჩამოვრჩებით “იუვეს” და ბრძოლა
ბოლომდე გრძელდება” - თქვა გალიანიმ.
Internet.ge