სარაევოში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებთან 96:95 გამარჯვების შემდეგ
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჯეისონ სტოდტმა განაცხადა,
რომ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში ამ გუნდების განმეორებითი
შეხვედრაც თბილისში ძალიან დაძაბული იქნება და პირველი ადგილის ბედიც სწორედ იმ
მატჩში გადაწყდება.
“ეს იყო ორი დიდებული გუნდის შეხვედრა. სტარტზე მოპოვებული დიდი
უპირატესობის მიუხედავად, ჩვენ ველოდით, რომ მეტოქე მოახერხებდა ანგარიშის
შემცირებას. საკუთარ კალათში 95 ქულის მიღება და მაინც გამარჯვების მოპოვება -
დიდი საქმეა. თუმცა საქართველოს ნაკრები პატივს სცემს ბოსნია-ჰერცეგოვინას გუნდს
და ველით, რომ თბილისშიც ამ მეტოქეებს შორის კიდევ ერთ დაუვიწყარ ორთაბრძოლას
ვიხილავთ” - თქვა იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა.
Internet.ge