საქართველომ და ლატვიამ შემადგენლობები დაასახელეს
16:36 23.08.2012
|
დღის სიახლეები
|
სარაევოში ბოსნიას ძლევის შემდეგ ხვალ, საქართველოს ნაკრებს თავისი მესამე მატჩი ელის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფში - იგორ კოკოშკოვის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში 19.00 საათზე ლატვიას შეერკინება და ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. ლატვიის ნაკრებმა თბილისურ ომამდე ორი შეხვედრა ჩაატარა შესარჩევ ციკლში - ჯერ სარაევოში მედგარი წინაღმდეგობა გაუწია ბოსნია-ჰერცეგოვინას და მხოლოდ 3 ქულის სხვაობით დამარცხდა, შემდეგ კი შინ, რიგაში ჰოლანდია გაანადგურა 85:70. ბალტიისპირელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად იბრძვიან და ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ საქართველოში გაიმარჯვონ. ორივე ნაკრების სამწვრთნელო შტაბებმა უკვა დაასახელეს სახვალიო შემადგენლობები. ჩვენი რაზმი უცვლელია და იგივეა, რაც სარაევოში იყო. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 6.ანატოლი ბოისა, 7.ზაზა ფაჩულია, 8.გიორგი ცინცაძე, 9.გიორგი შერმადინი, 11.მანუჩარ მარკოიშვილი, 12.ლევან ფაცაცია, 13.ვიქტორ სანიკიძე, 14.აკაკი დვალიშვილი, 15.ნიკა მეტრეველი, 23.თორნიკე შენგელია, 25.ბესო ლეჟავა, 31.რიჩარდ მათიაშვილი, 34.ჯეიკობ პულენი. მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი. ასისტენტები: ჯეისონ სტოდტი, დავით უსტიაშვილი, კოტე ტუღუში. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|