საქართველო vs ლატვია 19.00
11:54 24.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მესამე შეხვედრას გამართავს - ჩვენი მეტოქე თბილისის სპორტის სასახლეში D ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერი ლატვიის ნაკრები იქნება, რომელიც 2013 წელს სლოვენიაში გასამგზავრებლად იბრძვის.
იგორ კოკოშკოვის გუნდი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და საბედნიეროდ მძიმე ტრავმა არცერთ კალათბურთელს არ აწუხებს. უკეთესად გრძნობს თავს ნაკრების ლიდერი ზაზა ფაჩულია, რომელმაც, მართალია ტრავმა ბოლომდე ჯერ ვერ მოიშუშა, მაგრამ პროგრესი აშკარაა დაზიანებულ კუნთზე.
სიენას „მონტეპასკის“ ფორვარდი ვიქტორ სანიკიძე თვლის, რომ საკუთარ მოედანზე თამაში საქართველოს ნაკრებს დიდ უპირატესობას ანიჭებს ლატვიასთან და იმედოვნებს, რომ დღეს ბევრი გულშემატკივარი შეიკრიბება თბილისის სპორტის სასახლეში.
„ლატვიასთან შედარებით მეტი შანსი გვაქვს. ჩვენს ჯგუფში დაუმარცხებელები ვართ და საკუთარ მოედანზე თამაში დიდ უპირატესობას გვანიჭებს. ლატვია სერიოზული მეტოქეა და ვფიქრობ, ბოსნიის გუნდზე ბევრად დალაგებულ თამაშს აჩვენებს. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს გავაკეთებთ და ქომაგებს ისევე გავახარებთ, როგორც აქამდე. ვიმედოვნებთ, ხვალინდელ შეხვედრას უამრავი გულშემატკივარი დაესწრება, რომელიც მხურვალედ უგულშეამატკივრებს ჩვენს ნაკრებს“ - თქვა სანიკიძემ წინასამატჩო ვარჯიშის დასრულების შემედგ. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის D ჯგუფი. თბილისის სპორტის სასახლე (19.00)
საქართველო - ლატვია
1.ბოსნია 3 2 1 289-269 5
2.საქართველო 2 2 0 176-159 4
3.ლატვია 2 1 1 169-157 3
4.რუმინეთი 2 1 1 154-164 3
5.ჰოლანდია 3 0 3 243-282 3
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|