სპორტის სასახლეში გულშემატკივარი დღეს მართლაც მე-6
კალათბურთელი იყო - სწორედ მათმა საოცარმა და თავგამოდებულმა მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი
ზეგავლენა მოახდინა მატჩის შედეგზე. დასასრულამდე 7 წამით ადრე, როდესაც ანგარიში
76:76 იყო, ტრიბუნების არნახული ზეწოლის გამო ლატვიელმა კალათბურთელმა ორივე საჯარიმო
სროლა ააცილა, ბურთი საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა ჯეიკობ პულენმა წამოიღო და
სამქულიანიდან ზუსტად ჩაუშვა კალათში 79:76. ხალხის გამარჯვების შეძახილი ზეცას შესწვდა.
D ჯგუფის პარალელურ
შეხვედრაში ასევე მოიგო ჩვენმა მთავარმა კონკურენტმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებმა,
რომელმაც ბუქარესტში 5 ქულის სხვაობით დაამარცხა რუმინეთი
84:79. ამრიგად იკორ კოკოშკოვის გუნდი ცხრილში მეორე ადგილზე რჩება, თუმცა პირველ ადგილზე
მყოფ ბოსნიაზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს და 27 აგვისტოს გასვლაზე ჰოლანდიის ძლევის
შემთხვევაში ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი ხდება.
საქართველო - ლატვია 79:76 (21-20, 20-16, 23-17, 15-23)
საქართველო:
მარკოიშვილი (19 ქულა - 5 მოხსნა), ფაჩულია (18 – 9), შენგელია (12 - 5), სანიკიძე
(10 – 5), ცინცაძე (9 – 7), პულენი (9).
1.ბოსნია 4 3 1 373-348 7
2.საქართველო 3 3 0 255-235 6
3.ლატვია 3 1 2 245-236 4
4.რუმინეთი 3 1 2 233-248 4
5.ჰოლანდია 3 0 3 243-282 3
27 აგვისტო
ჰოლანდია - საქართველო, ლატვია - რუმინეთი
internet.ge