ქართველი გულშემატკივრებისათვის სასიხარულო ამბავია - ქართულ და
ჰოლანდიურ მხარეებს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და დღეს
21.30 საათზე ჰოლანდია-საქართველოს მატჩის პირდაპირი ტრანსლიაციის ნახვა “პირველი
არხზე” იქნება შესაძლებელი.
საქართველოს ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის
პირველი წრის ბოლო შეხვედრას ქალაქ ალმერეს სპორტულ ცენტრში ჰოლანდიის ნაკრების
წინააღმდეგ 27 აგვისტოს გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში D ჯგუფის ლიდერი
გახდება.
ქართული დელეგაცია თბილისი-ამსტერდამის რეისით 25 აგვისტოს გამთენიისას
გაფრინდა ჰოლანდიაში და ბოლო ორი დღე ადგილზე ემზადება. ნაკრების შემადგენლობაში
ცვლილებები არ არის და გუნდი იგივე რაზმით გამოვა ალმერეში, როგორ 25 აგვისტოს
თბილისში ლატვიასთან (79:76).
საქართველოს ნაკრების
შემადგენლობა ჰოლანდიაში
გიორგი ცინცაძე, ჯეიკობ პულენი, ანატოლი ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი,
ბესო ლეჟავა, ლევან ფაცაცია, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ნიკა მეტრეველი,
ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი.
სათადარიგოები:
კორი ფიშერი, აკაკი დვალიშვილი
მთავარი
მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
ასისტენტები: ჯეისონ სტოდტი,
კოტე ტუღუში, დავით უსტიაშვილი
1.ბოსნია 4 3 1 7
2.საქართველო 3 3
0 6
3.ლატვია 3
1 2 4
4.რუმინეთი 3
1 2 4
5.ჰოლანდია 3
0 3 3
27 აგვისტო
ჰოლანდია
– საქართველო
ლატვია
– რუმინეთი
internet.ge