იგორ კოკოშკოვი: „მეტოქეს შანსი ჩვენ მივეცით“
10:49 28.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე D ჯგუფის აუთსაიდერ ჰოლანდიის ნაკრებთან მოულოდნელი მარცხი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა საკუთარი გუნდის შეცდომებით ახსნა და დაამატა, რომ ჯგუფში მეტოქეების დონე საკმაოდ თანაბარია.
„დასანანი მარცხი განვიცადეთ. მატჩი 40 წუთს გრძელდება. ბოლო ეპიზოდში ჩვენი გუნდი ბურთებს შედეგიანად ვეღარ ხსნიდა. ჩვენ მივეცით მეტოქეს საშუალება, რომ შანსი გასჩენოდა. მესამე მეოთხედში იანსენმა და აკერბუმმა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი სროლა ჩააგდეს. ჰოლანდია ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. ამ შედეგმა ცხადყო, რომ ჯგუფში გუნდების დონე საკმაოდ თანაბარია“ - განაცხადა ალმერეში შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე კოკოშკოვმა.
1.საქართველო 4 3/1 343/326 7
2.ბოსნია 4 3/1 373/348 7
3.ლატვია 4 2/2 334/289 6
4.ჰოლანდია 4 1/3 334/370 5
5.რუმინეთი 4 1/3 286/337 5
2 სექტემბერი: რუმინეთი - საქართველო
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|