|
12:47 27.07.2012
|
ევროტურნირებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბის გორის “დილას” მეტოქე ევროპის ლიგის მე-3 შესარჩევ ეტაპზე კვიპროსული “ანორთოსისი” იქნება. პირველი შეხვედრა 2 აგვისტოს თბილისში გაიმართება, განმეორებითი კი 9 აგვისტოს ლარნაკაში. |
|
|
09:50 27.07.2012
|
წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება, რომელიც მშვილდოსან ქრისტინე ესებუასთან ერთად უკვე ლონდონში იმყოფება. |
|
|
20:11 26.07.2012
|
“დილა” ევროპის ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდა - გორელებმა განმეორებით შეხვედრაშიც სძლიეს დანიური “ორჰუსი” 3:1 და მესამე რაუნდში მათი მეტოქე კვიპროსულ “ანორთოსისსა” და ესტონურ “ლევადიას” წყვილში გამარჯვებული იქნება. |
|
|
17:14 26.07.2012
|
რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ მამიაშვილის თქმით, დენის ცარგუშსა და ბესიკ კუდუხოვს ვერავინ შეუშლის ხელს, მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადაში. |
|
|
15:32 26.07.2012
|
ხანგრძლივი მოლაპარაკებების და დაზვერვითი სამუშაოების შემდეგ “მილანმა” ოფიციალური წინადადებით მიმართა მადრიდის “რეალს” კაკას ტრანსფერთან დაკავშირებით - იტალიური კლუბი მზად არის 13 მილიონი ევრო გადაიხადოს ბრაზილიელ ფეხბურთელში, თუმცა “სამეფო კლუბი” 25 მილიონს ითხოვს. |
|
|
12:19 26.07.2012
|
მადრიდის “რეალმა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურზმა” განაახლეს მძიმე მოლაპარაკებები ხორვატი ნახევარმცველის ლუკა მოდრიჩის ტრანსფერთან დაკავშირებით - “სამეფო კლუბი” მზადაა ფეხბურთელში 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ინგლისელები 45 მილიონზე ნაკლებზე თანახმანი არ არიან. |
|
|
11:30 26.07.2012
|
საქართველოს ოლიმპიური გუნდი ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე სტარტს 27 ივლისს აიღებს, როდესაც გახსნის ოფიციალური ცერემონიალის წინ ბრძოლაში მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა საკვალიფიკაციო რაუნდიდან თბილისის დროით 13.00 საათზე ჩაებმება. |
|
|
10:41 26.07.2012
|
ლონდონის ოლიმპიადის დაწყებამდე 2 დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ 10 მძლეოსანი გათამაშებას გამოეთიშა. ისინი დოპინგის მიღებაში არიან ეჭვმიტანილნი. მძლეოსანთა ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის განცხადებით, 8 სპორტსმენი ორი წლით არის დისკვალიფიცირებული, 2 კი - ოთხი წლით. |
|
|
16:09 25.07.2012
|
“ნიუ იორკ რედ ბულზის” თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ ამერიკულ პრესასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა ლონდონის “არსენალში” დაბრუნდეს - შეგახსენებთ, რომ “მეთოფეთა” ლეგენდამ ზამთარში უკვე ითამაშა კლუბში მცირეხნიანი არენდით. |
|
|
12:11 25.07.2012
|
პარიზული “პსჟ”-ს სახელოვანმა ახალწვეულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კლუბის ხელმძღვანელობას “მილანისა” და იტალიის ნაკრების მცველის იგნაციო აბატეს შეძენა ურჩია - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური პრესა ავრცელებს. |
|
|
11:34 25.07.2012
|
ქართული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის ტერიტორიად მოხსენიებასთან დაკავშირებით, „ლონდონი 2012"-ის საორგანიზაციო კომიტეტში უკვე გაიგზავნა მოთხოვნა შეცდომის გამოსასწორებლად. |
|