GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სპორტი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
13:21 06.07.2012
ზიდანს საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტს სთავაზობენ
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოელ ლე გრემ მოლაპარაკებები გამართა მადრიდის “რეალის” სპორტულ დირექტორთან ზინედინ ზიდანთან, სადაც მას საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა.
11:32 06.07.2012
სტარტი ევროტურნირებზე: “ტორპედო”-“აკტობე” 1:1. “ტეუტა”-“მეტალურგი” 0:3
ქართული კლუბების სტარტი ევროტურნირებში საკმაოდ წარმატებული გამოდგა - ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუსთავის “მეტალურგმა” ალბანეთში გაანადგურა “ტეუტა” 3:0 და ფაქტობრივად უკვე შემდეგ ეტაპზეა, “ტორპედოს” კი უმძიმესი გასვლა ელის აკტობეში, მას შემდეგ, რაც ქუთაისში ფრე ითამაშა ყაზახურ გუნდთან 1:1.
11:03 06.07.2012
შენგელიამ ბრუკლინში ვარჯიში დაიწყო
თორნიკე შენგელიამ დღეს დილით პირველი ვარჯიში ჩაატარა თავისი ახალი კლუბის, “ბრუკლინ ნეთსის” შემადგენლობაში - ნბა-ს დრაფტზე 54-ე ნომრად მეორე რაუნდში არჩეულმა 20 წლის ქართველმა გუნდთან ერთად ზაფხულის 4-დღიანი სავარჯიშო კემპი დაიწყო.
17:09 05.07.2012
“იუვენტუსი” კავანის წელიწადში 5 მილიონს სთავაზობს
ტურინის “იუვენტუსმა” ულტიმატუმი წაუყენა “ნაპოლის” ფორვარდს ედისონ კავანის, რათა მან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს ტრანსფერთან დაკავშირებით. იტალიის ჩემპიონი მზად არის, ურაუგვაელ ფორვარდს წელიწადში 5 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ ის “ბებერ ქალბატონში” გადასვლას დასთანხმდება.
14:19 05.07.2012
“გლაზგო რეინჯერსი” შოტლანდიის პრემიერლიგიდან გარიცხეს
შოტლანდიის ფეხბურთში ისტორიული სკანდალი მომწიფდა - ქვეყნის 54-გზის ჩემპიონი “გლაზგო რეინჯერსი” არ დაუშვეს 2012/13 წლების პრემიერლიგის გათამაშებაში. კლუბების უმრავლესობამ ხმა გლაზგოელების ახალი სეზონის კალენდარში შეყვანის წინააღმდეგ მისცა.
11:43 05.07.2012
შერმადინს “მაქაბიში” ადგილი გაუთავისუფლეს
ისრაელის კლუბმა “პანათინაიკოსში” გაუშვა საბერძნეთის ნაკრების 27 წლის და 206 სანტიმეტრიანი ცენტრალური ფორვარდი სოფოკლის სხორციანიტისი, რომელმაც ათენურ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, შესაბამისად გიორგი შერმადინს თელ-ავივის “მაქაბიმ” ცენტრის პოზიციაზე ადგილი გაუთავისუფლა.
16:39 04.07.2012
დი ნატალემ “უდინეზესთან” კონტრაქტი გააგრძელა
იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ “უდინეზესთან” კონტრაქტი კიდევ 2 წლით გააგრძელა - “La Gazzetta dello Sport”-ის ინფორმაციით, ახალი შეთანხმების მიხედვით, 34 წლის ფეხბურთელი უდინურ კლუბში 2014 წლის ზაფხულამდე დარჩება.
15:06 04.07.2012
ანზორ კავაზაშვილი: რუსეთის ნაკრების ფეხბურთელები მსუქან კატებად იქცნენ
რუსეთის საფეხბურთო კავშირის ე.წ. ჩაწყობილი თამაშების გამოვლენის საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე ანზორ კავაზაშვილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც რუსეთის ნაკრებმა, ევრო-2012-ზე მარცხის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.
12:44 04.07.2012
ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკს” ავსტრიაში გაჰყვა
19 წლის ქართველი “სპარტაკის” შემადგენლობაში 4 საკონტროლო შეხვედრას გამართავს: 6 ივლისს ზაგრების “დინამოსთან”, 7 ივლისს რუმინეთის “ასტრასთან”, 12 ივლისს ჩეხურ “ვიქტორია პლზენთან” და 13 ივლისს დრეზდენის “დინამოსთან”.
11:29 04.07.2012
“ნეთსმა” შენგელია საზაფხულო ლიგის განაცხადში შეიყვანა
ნბა-ს კლუბს თავიდან არ სურდა დრაფტზე 54-ე ნომრად არჩეული 20 წლის კალათბურთელის ორლანდოს “ემვეი სენთერში” საზაფხულო ლიგაზე წაყვანა, თუმცა იყოჩაღა თორნიკეს აგენტმა გაი ცუკერმა, რომელმაც დაიყოლია “ნეთსის” ხელმძღვანელობა მისი კლიენტისთვის შანსი მიეცათ.
16:26 03.07.2012
საქართველოს ნაკრების მორკინალი საფრანგეთის “ტოპ 14”-ის საუკეთესო მარცხენა ბურჯად დასახელდა
საქართველოს ნაკრების მორკინალი ვასილ კაკოვინი საფრანგეთის “ტოპ 14”-ის გასული სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა და ლიგის საუკეთესო მარცხენა ბურჯად დასახელდა. ნომინაცია ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა “მიდი ოლიმპიკმა” შეადგინა და 22 წლის “ბორჯღალოსანისათვის” ეს ძალიან დიდი აღიარებაა.
21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტუღუში: სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ახალი ხელმძღვანელობა სრულად აკონტროლებს1
საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენი დაეშვა2
"ქართული ოცნება" მხარდამჭერების მობილიზებას სხვადასხვა რაიონიდან ახდენს3
ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პატიმარი გარდაიცვალა4
ჩიორა თაქთაქიშვილი: მნიშვნელოვანია დღევანდელმა დღემ გამვჭირვალობის პირობებში ჩაიაროს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X