|
20:53 28.04.2012
|
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა - ვარლამ ლიპარტელიანმა (90 კგ), რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. |
|
|
16:03 27.04.2012
|
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა გუნდს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს - ამის შესახებ ოფიციალური განცხადება კლუბის პრეზიდენტმა სანდრო როსელმა დღეს გააკეთა. |
|
|
13:52 27.04.2012
|
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყების წინ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უმნიშვნელოვანეს ტესტ-მატჩს გამართავს კონტინენტის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდთან - გერმანიის ნაკრებთან. |
|
|
11:41 27.04.2012
|
დათო ქუბრიაშვილი “ტულონის” სასტარტო შემადგენლობაში გამოვა “ემლინ ჩელენჯის” თასის ნახევარფინალურ მატჩზე “სტად ფრანსესთან”, რომელიც დღეს ტულონში, “ფელიქს მაიოლზე” თბილისის დროით 22.55 საათზე დაიწყება. |
|
|
15:52 26.04.2012
|
მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი არიან რობენი გახარებულია იმით, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 19 მაისს, მისი გუნდის მეტოქე “ალიანს არენაზე” ლონდონის “ჩელსი” იქნება, გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ოდესღაც თამაშობდა. |
|
|
12:44 26.04.2012
|
“ატლანტა ჰოუქსის” ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ მეტად საპატიო ჯილდო - ჯეისონ კოლიერის ხსოვნის ტროფი მიიღო, რომელიც სპორტსმენებს საზოგადოებისათვის გაწეული ქველმოქმედებისა და სხვადასხვა მხარდამჭერი აქტივობებისათვის გადაეცემა. |
|
|
11:35 26.04.2012
|
ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის განმეორებით შეხვედრაში, “ბაიერნთან” გადამწყვეტი 11-მეტრიანის ამცილებელმა “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ ეს ყოველივე არ ყოფილა დაკავშირებული ნერვიულობასთან. |
|
|
15:55 25.04.2012
|
“რეალთან” ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის განმეორებითი მატჩის წინ, “ბაიერნის” გარემარბმა, ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და მზად არის ფინალში გასასვლელად საბრძოლველად. |
|
|
12:58 25.04.2012
|
“ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალშია - გუშინ “კამპ ნოუზე” ნათამაშები ფრეს (2:2) შედეგად, ლონდონელებმა ორი მატჩის ჯამში აჯობეს “ბარსელონას” და მიუნხენში გამგზავრების უფლება მოიპოვეს. |
|
|
11:24 25.04.2012
|
“ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის ½ ფინალის ერთ-ერთი გმირი, “ჩელსის” თავდამსხმელი დიდიე დროგბა თვლის, რომ მისი გუნდის მეტოქე ფინალში სავარაუდოდ მადრიდის “რეალი” იქნება, რომელსაც დღეს გადამწყვეტი მატჩი ელის მიუნხენის “ბაიერნთან”. |
|
|
17:36 24.04.2012
|
“ჩელსის” მფლობელი რუსი მილიარდელი რომან აბრამოვიჩი თავისი გუნდის მთავარ მწვრთნელს რობერტო დი მატეოს 750 ათას ფუნტს დაპირდა, იმ შემთხვევაში, თუ ის დღეს “ბარსელონას” დაამარცხებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანს ლონდონელებს. |
|