ფოტოგრაფმა ვლადიმერ პირნოვმა სოფელ ბუტუჩენში ე.წ. ცის თევზი გადაიღო. ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რომ საუბარია პრეისტორიულ არსებაზე, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ფოტოზე არამიწიერი წარმონაქმნია გამოსახული.
ერთი შეხედვით ფოტო ჩვეულებრივია, მაგრამ გადიდებულ ვარიანტზე უცნაური ობიექტი ჩანს.
ამის შემდეგ ძებნა ინტერნეტში დაიწყეს და მსგავს ფოტოებსა და ინფორმაციებს მიაკვლიეს.
ასეთი არსებების ისტორია, რომელთაც სკაიფიშს უწოდებენ, 1994 წლიდან იწყება, როცა ძმებმა ხოსე და მანუელ ესკამილოებმა უცნობი ფენომენი დაარეგისტრირეს, როცა უდაბნოში ამუცნობი მფრინავი ობიექტის დაფიქსირებას ცდილობდნენ. ამის შემდეგ ეს არსებები დედამიწის სხვადასხვა კუთხეშიც აღმოაჩინეს. მათ აქვთ უნარი საათში 300 კილომეტრი სიჩქარე განავითარონ.