დღეს
მზეზე ძლიერი მაგნიტური ქარიშხალია, რომელმაც დედამიწის მოსახლეობაზე სერიოზული
გავლენა შეიძლება მოახდინოს.
რამდენიმე
დღის წინ მზე მორიგ ჯერზე „განრისხდა“ და დიდი რაოდეობით პროტუბერანცი
(გავარვარებული გაზების მნათი წარმონაქმნი, რომელიც შეინიშნება შვერილის
სახით მზის დისკოს კიდეზე) წარმოქმნა.
ამ გავარვარებული
წარმონაქმნის სიგრძე, ნასა-ს სპეციალისტების შეფასებით, თითქმის 800 ათას
კილომეტრს აღწევს.
ასტროფიზიკოსთა განცხადებით, დღეს, მზის რადიაციის ნაკადი დედამიწას
მოაღწევს, რამაც შესაძლოა, გეომაგნიტური შტორმი გამოიწვიოს.
საფრთხე ემუქრება ენერგოსისტემებს, თანამგზავრებს, ავიალაინერებს.
აშშ-ის ზოგიერთ რაიონში კი სპეციალისტები მოსახლეობას მზეზე დაკვირვებას ურჩევენ,
- შესაძლოა, ამოფრქვევის პროცესი ასეთი სიშორიდანაც კი შესამჩნევი იყოს.
ჩრდილოეთის ნათება კი ზოგიერთ შტატში განსაკუთრებული სიკაშკაშით
გამორჩეული იქნება.
Internet.ge