ისრაელის კომპანია
„ფლორისტემი“ იუწყება, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა,
როცა კიბოთი დაავადების ბოლო სტადიაზე მყოფი მესამე პაციენტი ახალი პრეპარატის
საშუალებით განიკურნა.
პრეპარატის გამოცდა, ისრაელის
ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით, უკვე სიკვდილის წინა მდგომარეობაში მყოფ
პაციენტებზე ხდება.
მესამე პაციენტი 45 წლის
რუმინეთის მოქალაქეა, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იყო მას შემდეგ, რაც მისი
ძვლის ტყვინი ქიმიოთერაპიით დაზიანდა, დონორისგან ძვლის ტვინის გადანერგვა კი
უშედეგო აღმოჩნდა.
კომპანია „ფლორისტემი“ აცხადებს, რომ იერუსალიმის
საავადმყოფო „ადასში“ ჩატარებული ეს ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა,
რომ პაციენტი უკვე გაწერეს კლინიკიდან და ის სამშობლოშიც დაბრუნდა.
Internet.ge