მოლეკულები,
რომელიც ჩილეს ტელესკოპებით იპოვეს, შეიძლება დედამიწაზე სიცოცხლის ფორმირების
შესახებ ინფორმაციას შეიცავდეს. ALMA-ს ობსერვატორიაში ამტკიცებენ, რომ ეს
შაქარი დიდად არ განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ყავაში და ჩაიში ვიყენებთ და
დნმ-ის საკვანძო კომპონენტია.
ევროპის სამეცნიერო ობსერვატორიის ასტრონომი რაინერ მაუერსბერგი
ამბობს, რომ შაქრის მოლეკულა ახალგაზრდა ვარსკვლავის ორბიტაზე აღმოაჩინეს, რომელიც
იმავე ასაკშია, რა ასაკშიც მზე იყო, როცა დედამიწის ფორმირება ხდებოდა.
შესაბამისად, ამ აღმოჩენამ შესაძლოა, მეცნიერების მთავარ კითხვებს გასცეს პასუხი.
ის ფაქტი, რომ ეს მოლეკულები ვარსკვლავის მიმართულებით ვარდნისას
აღმოაჩინეს, მოწმობს იმას, რომ შესაძლოა, ამ ვარსკვლავის ირგვლივ პლანეტებზე
სიცოცხლის სხვა ელემენტებიც არსებობდეს.
ასტრონომებისთვის ასეთი დეტალები იმის საშუალებაა, რომ გაიგონ, როგორც
აღმოცენდა ჩვენი პლანეტა და არის თუ არა სიცოცხლე სხვა ციურ სხეულებზეც.
Internet.ge