გამოკვლევების თანახმად დაადგინეს, რომ ქალები და
მამაკაცები სამყაროს სრულიად განსხვავებულ ფერებში ხედავენ. და ეს სულაც არ არის
ხატოვანი გამონათქვამი.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ
აჩვენა, რომ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები ერთსა და იმავე ფერებს
სხვადასხვაგვარად აღიქვამენ.
მაგალითად, თუ ქალსა და მამაკაცს ფორთოხალს
ვაჩვენებთ, ის მამაკაცს უფრო წითელი მოეჩვენება, მწვანე ბალახი კი უფრო ყვითლად.
მამაკაცებს უჭირთ გაარჩიონ ყვითელი, მწვანე და
ლურჯი ტონები, ამიტომ, კედლების შესაღებად ფერის შერჩევა, სასურველია, ქალებს
ანდონ.
მეცნიერებმა ისიც დაადგინეს, რომ არა მარტო ფერებს,
არამედ ქალები და მამაკები გემოსა და სურნელსაც განსხვავებულად აღიქვამენ.
ქალებს უფრო მეტად ეხერხებათ სუნისა და გემოს
გარჩევა და მათ ირკვევა, რომ სმენაც უკეთესი აქვთ.
თუმცა არის მიმართულება, რომელშიც მამაკაცები
ლიდერობენ: მათ შუძლიათ დააფიქსირონ მოძრავი ობიექტის უმცირესი დეტალებიც კი. ეს
ის თვისებაა, რომელიც მათ ძალიან ადგებათ მაგალითად, ფეხბურთის მატჩის ყურებისას.
Internet.ge