მსოფლიოსათვის მალე Wifi–ის
ახალი ტექნოლოგია – „სუპერ Wifi“ იქნება ხელმისაწვდომი.
ტრადიციული Wifi,
რომელსაც მსოფლიო ახლა იყენებს, მხოლოდ 50-დან 100 ფუტამდე ვრცელდება. ახალი „სუფერ Wifi“ კი ამ პრობლემას მოხსნის. მომხმარებელმა
მისი გამოყენება გაცილებით დიდ მანძილზე,
მთელს სამეზობლოში ან შეიძლება მეზობელ ქალაქშიც კი შეძლოს.
სპეციალისტების
განცხადებით, ახალი Wifi ინტერნეტ-ინდუსტრიაში
ახალი შესაძლებლობები იქნება. ის მილიონობით ადამიანს საშუალებას მისცემს ისარგებლოს
უკაბელო ინტერნეტით ყოველგვარი დამატებითი ტექნიკის გამოყენების გარეშე. ამასთან, ეს
შედარებით დაბალფასიანი მომსახურებაც იქნება.
თავდაპირველად „სუფერ Wifi“
ამერიკის შეერტებული შტატების მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. მომავალი 2013
წლისთვის კი, მისი სხვა ქვეყნებში
გავრცელება იგეგმება.
Internet.ge