სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მამოგრაფიის ჩატარება შესაძლოა, სულაც
არ იყოს უსაფრთხო.
მათი დასკვნით, მამოგრაფია, ზოგიერთი ქალისათვის, ზრდის მკერდის კიბოს
განვითარების შანსს.
ნიდერლანდების ონკოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა გამოარკვიეს,
რომ ზოგიერთი გენური მუტაციის მქონე პირს კიბო, შესაძლოა, სწორედ რადიაციამ
განუვითაროს.
დამატებითი
რადიაცია, რომელსაც ორგანიზმი მამოგრაფიის პროცედურისას იღებს, მავნეა მუტირებული
გენების BRCA1-ის ან BRCA2-ის მქონე ქალებისათვის. არსებობს ისეთი გენეტიკური
მუტაციებიც, რომლებიც კიბოს წარმოქმნის შანსს ყოველ 400 ქალში 5-ჯერ ზრდის.
internet.ge