ნასას მეცნიერები
პროგნოზირებენ, რომ 2012 წლის 21 სექტემბერს დედამიწას კატასტროფა ელოდება.
გლობალური კატასტროფა, მზეზე აფეთქებების შედეგი
იქნება, რომელიც დედამიწის მოსახლეობაში, როგორც წესი, თავის ტკივილს იწვევს,
ასევე აფერხებს ელექტროსისტემების მუშაობას.
21 სექტემბერს კი, სპეციალისტთა თქმით, გეომაგნიტური ქარიშხალი ყველა
ენერგოსისტემას გათიშავს.
„რა მოხდება 2012 წლის 21 და 22 სექტემბერს?“ - ინტერნეტის საძიებო სისტემებში ეს ყველაზე პოპულარული შეკითხვაა.
ჯერ კიდევ 2008 წელს ამერიკელმა მეცნიერებმა ნასას სპეციალისტებთან ერთად
დედამიწის სრული განადგურება იწინასწარმეტყველეს და კატასტროფა 2012 წლის 21-22
სექტემბერს „დაგეგმეს“.
ამის შესახებ მათ მოხსენებაში დაწერეს: კოსმოსური ამინდის საფრთხეები - სოციალური
და ეკონომიკური შედეგები.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2012 წლის სექტემბრის მესამე დეკადაში მზეზე მძლავრი
აფეთქებების სერია დაიწყება, რაც გავარვარებული აირების გამოფრქვევას განაპირობებს,
დედამიწაზე კი მაგნიტოსფეროს გარღვევა მოხდება და ენერგოსისტემა გაითიშება.
მეცნიერები გვპირდებიან, რომ ვიდრე პლანეტარული ბლექაუტი მოხდება, დედამიწის
მოსახლეობას შეუძლია დაინახოს მოვლენა, რომელიც ძალიან ჰგავს ჩრდილოეთის ციალს.
სწორედ ამის შემდეგ გამოირთვება ელექტროსისტემა, რაც ერთგვარი ფეიერვერკის თანხლებით
მოხდება, რადგან ამ დროს სისტემაში მოკლე ჩართვები და აფეთქებებია მოსალოდნელი.
internet.ge