კოსმოსურ ხომალდს, რომელიც ადამიანებს პირველად წაიყვანს წითელ
პლანეტაზე, „ორიონი“ ჰქვია.
ამერიკელი ასტრონავტების მოგზაურობა მარსზე 2012 წლისთვის იგეგმება,
მანამდე კი, 2014 წელს ხომალდის პირველი გამოცდა ჩატარდება.
ეკიპაჟი 4 წევრისგან დაკომპლექტდება. ამავე ხომალდით მათ საშუალება
ექნებათ გაფრინდნენ ლუშასა და ასტეროიდზეც.
ხომალდის შექმნით კომპანია „ლოკხიდ-მარტინია“ დაკავებული.
მისი ზოგიერთი სისტემა უკვე გამოსცადეს. თავად „ორიონს“ კი კოსმოსში
რაკეტა-მატარებელი „დელტა-4“ გაიყვანს.
„უკან დაბრუნებისას ის შევა ატმოსფეროს მჭიდრო ფენებში საათში 32
ათასი კილომეტრი სიჩქარით, მის ზედაპირზე კი ტემპერატურა 1 ათასი გრადუსი ცელსიუსი
იქნება. ასეთი რამ არ ყოფილა არცერთი ხომალდის შემთხვევაში“ - აცხადებს
„ლოკხიდ-მარტინის“ პრეზიდენტი კლეონ ლეისფილდი.
internet.ge