პოსტ-მენოპაუზურ
ქალებში, რომელთაც მეორე ტიპის დიაბეტი
აქვთ, მკერდის კიბოს განვითარების რიცხვი 27%–ით იზრდება.
აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანეთიში
კიბოს საერთაშორისო სამსახური აქვეყნებს. მათივე განცხადებით, ორივე დაავადების,
მეორე ტიპის დიაბეტსა და მკერდის კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი სიმსუქნეა.
კვლევის ავტორების
განცხადებით, სხეულის მასის მაღალი ინდექსი, რომელიც ხშირად უკავშირდება დიაბეტს,
შეიძლება იყოს მკერდის კიბოს
ხელშემწყობი ფაქტორი.
კიბოს საერთაშორისო გუნდის
მიერ გავრცელებულ ინფორმაციას წინ უძღვოდა კვლევა, რომელიც 56,000 ქალს ჩაუტარდა.
მათი თქმით, არ არის მკერდის კიბოს განვთარების მაღალი რისკი
პრე–მენოპაურ პერიოდსა და პირველი ტიპის
დიაბეტისას.
Internet.ge