სპეციალისტთა
შეფასებით, C ჰეპატიტით მსოფლიოში 170
მილიონი ადამიანია დაავადებული.
მისგან თავის
დახსნის ერთადერთი რეალური გზა კი ჯერჯერობით, ღვიძლის გადანერგვაა. თუმცა ხდება
ისეც, რომ გადანერგილი ღვიძლიც ავადდება.
მაგრამ ახლა ამ
სენით შეპყრობილებს, შესაძლოა, მალე მიეცეთ იმედი - მონოკლონარული ანტისხეულების
სახით. ისინი, როგორც გამოკვლევებმა ცხადყო, მაიმუნებში წარმატებით აჩერებს C
ჰეპატიტით ინფიცირებას.
ტეხასის
ბიომედიცინის კვლევითმა ინსტიტუტმა უკვე გამოსცადა ადამიანის მონოკლონალური
ანტისხეულები ამ ვირუსის წინააღმდეგ. შედეგად, დადასტურდა: ისინი ცხოველის
ორგანიზმს იცავენ ინფექციისგან.
ანტისხეულმა HCV1-მ
დაბლოკა ვირუსი და არ მისცა მათ საშუალება, დაეინფიცირებინათ ჰეპატოციტები.
ანტისხეულების ერთჯერადად
შეშვებისას - დაავადებამდე, ის ორგანიზმს სრულ დაცვას უზრუნველყოფს, უკვე
ქრონიკული ინფექციის შემთხვევაში კი 7-დან 21 დღემდე პერიოდში დაავადების აქტივობა
მინიმუმამდე ეცემა.
ის, რომ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო საშუალება ჯერ მხოლოდ
მაიმუნზე გამოსცადეს, სულაც არ ნიშნავს, რომ სპეციალისტებს კიდევ ბევრი დრო სჭირდებათ
ვაქცინის მისარებად. ტეხასის კვლევით ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ამ ვაქცინის
შექმნა უკვე უახლოესი მომავლის ამოცანაა.
Internet.ge