რუსი
მეცნიერები მოუწოდებენ უცხოელ კოელეგებს, შეუერთდნენ კარსტული ლაბინკირის ტბის
გამოკვლევაში, რომელიც იაკუტიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
წყალქვეშა
რადარებმა იქ დიდი, დაახლოებით 10 მეტრის სიგრძის
მოძრავი ობიექტი დააფიქსირეს. სავარაუდოდ, ეს შეიძლება ცოცხალი არსება
იყოს, რომელსაც ბრიტანელებმა უკვე უწოდეს „ნესკი“.
ექსპედიციის
წევრებმა აღნიშნული ობიექტი უშუალოდ ნავის ქვეშ დააფიქისრეს. მისი სტრუქტურა
ერთსახოვანი და მკვრივი იყო.
მეცნიერების
მიერ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ უცნაურ ისტორიებს ადგილობრივებიც ყვებიან.
მაგალითად,
ამბობენ, რომ ტბაში ყოფნისას, ნავის წვერი მოულოდნელად მაღლა აიწია, თითქოს,
ვიღაცამ უბიძგა ქვევიდან.
ამის
შემდეგ მოსახლეობის ნაწილს სჯერა, რომ ტბის ფსკერზე იდუმალი არსება ცხოვრობს,
რომელიც, როგორც ამბობენ, უცნაურ ხმებსაც გამოსცემს.
Internet.ge