მობილური ტელეფონის
გამოსაყენებლად სულაც აღარ არის აუცილებელი მასთან შეხება - ეს მზერით და თვალის
მოძრაობითაც შესაძლებელია.
პლანშეტური კომპიუტერის i beam-ის
კონცეპტი, რომელიც მზერით იმართება, იაპონიაში გამართულ გამოფენაზე იყო
წარმოდგენილი.
i beam-ის ქვედა ნაწილში განლაგებულია სენსორები, რომლებიც ადამიანის
თვალის მოძრაობას აფიქსირებს.
ეკრანზე ჩნდება წერტილი, რომელიც თვალის მოძრაობას მისდევს. შედეგად,
ყველანაირი ოპერაციის შესრულებაა შესაძლებელი, რასაც მანამდე ადამიანი ტელეფონის
ეკრანზე ხელით ასრულებდა.
Internet.ge