გაქვავებული
ეგზოპლანეტა, კარგად შესწავლის შედეგად, შესაძლოა, გიგანტური ალმასი აღმოჩნდეს.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მისი ზედაპირი გრაფიტისა და ალმასის ფენითაა
დაფარული.
ყველა დროის
გიგანტური ალმასი კიბოს თანავარსკვლავედშია მოქცეული. წინასწარი
ვერსიით, მისი წონა 10 მილიარდ ტრილიონი კარატია.
კოსმოსური
ალმასი დაკრისტალებული ნახშირბადის ლოდია და ის დედამიწისგან 50 სინათლის წლითაა
დაშორებული.
მეცნიერთა
ვარაუდით, ეს ჩამქრალი ვარსკვლავის გულია, რომელიც თავის დროზე ისევე კაშკაშებდა,
როგორც მზე. ასტრონომებმა კოსმოსურ ალმასს უკვე უწოდეს „ლუსი“.
„ლუსის“ ბედს
უწინასწარმეტყეველებენ მზესაც: სპეციალისტების თქმით, 5 მილიარდი წლის შემდეგ მზეც
ჩაქრება, 2 მილიარდი წლის შემდეგ კი ანალოგიურ ალმასად იქცევა, რომელიც ყოფილ მზის
სისტემაში უკვე სამარადისოდ დარჩება.
Internet.ge