ბრიტანელმა მეცნიერებმა მართლაც რევოლუციური ტექნოლოგია შეიმუშავეს. ისინი საწვავს ჰაერისგან ამზადებენ. ბენზინად ჰაერის ნახშირორჟანგის აირი და წყლის წყალბადი აქციეს.
უნიკალური საწვავის პირველი პარტია ბრიტანეთში უკვე გამოუშვეს.
ეს კომპანია Air Fuel Synthesis-მ გააკეთა, რომელმაც უნიკალური მიგნებით ჯერ მხოლოდ 5 ლიტრი ასეთი ბენზინი დაამზადა. თუმცა კომპანია აცხადებს, რომ შეუძლია დღეში ერთი ტონა ახალი საწვავი დაამზადოს.
ამ მომენტში პროცესი ადრეულ ეტაპზეა და ნაციონალური ქსელიდან სჭირდება ელექტროობა. თუმცა კომპანია თვლის, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება გამოიყენოს, მაგალითად, ქარის ელექტროსადგურები.
- ჩვენ ჰაერიდან ავიღეთ ნახშირორჟანგის აირი, წყლიდან კი წყალბადი და ისინი საწვავის ელემენტებად გადავაქციეთ. ჩვენს საწვავს შეუძლია იმუშაოს არსებულ ძრავებში. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა – აცხადებენ კომპანიაში.
Internet.ge