Windows Phone-ს მრავალი დეველოპერისთვის ცნობილი WP Developer Experience-ის ხელმძღვანელი ბრენდონ ვატსონი (Brandon Watson) Microsoft-ს ტოვებს რათა კომპანიაში Amazon ჯგუფს Kindle Cross Platform ჩაუდგეს სათავეში. იგი Amazon-ის პროდუქტებისთვის და სხვა პლატფორმებისთვის Windows Phone, Windows 8, iOS, Android და სხვების ჩათვლით, Kindle პროგრამების გამოშვებას უხელმძღვანელებს.
ბატონმა ვატსონმა პრესას აცნობა: «ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ შესაძლებლობები, რომლებიც მე მომავალში მომეცემა, ძალიან დიდია, რათა მათზე უარი ვთქვა». Microsoft-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა: «ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ 6 თებერვლიდან ბრანდონ ვატსონი ოფიციალურად დატოვებს Microsoft. მან მშვენივრად იმუშავა, დეველოპერთა ცოცხალი საზოგადოების შექმნაში დაგვეხმარა და ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ მას».
დღეისათვის უცნობია, ვისი მოწვევა სურს Microsoft განთავისუფლებულ თანამდებობაზე. ბრენდონ ვატსონი - ერთ-ერთია იმ ხელმძღვანელთა შორის, რომლებმაც უკანასკნელ დროს Windows Phone-ის განყოფილება დატოვეს. Kindle-ის ჯგუფში სხვათა შორის გადავიდა კორპორატიული პრეზიდენტიც Windows სტრატეგიაში მაიკლ ნეში (Mike Nash). შესაძლოა, ოპერაციული სისტემების ბაზარზე Microsoft-ის მკვეთრად გამოცოცხლებული საქმიანობის პერიოდში შიდაკორპორატიული კლიმატი რამდენადმე გაუარესდა ან ყველა ხელმძღვანელი არ ეთანხმება განვითარების ამორჩეულ კურსს.
internet.ge