ტელესკოპმა Hubble იდუმალი გალაქტიკა დააფიქსირა, რომელიც ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის ორეულია. ფოტოზე აღბეჭდილია გალაქტიკა NGC 1073, რომელიც სტრუქტურულად ჩვენსას ძალიან ჰგავს, მაგრამ ჩვენგან 55 მლნ სინათლის წლითაა დაშორებული და ვეშაპის თანავარსკვლავედში მდებარეობს. ჩვენი გალაქტიკის მსგავს კოსმოსურ სტრუქტურებზე დაკვირვებისას ასტრონომებს ირმის ნახტომზე მეტი ინფორმაციის შეკრების იმედი აქვთ, რომელსაც ჩვენ მხოლოდ შიგნიდან ვხედავთ.
გალაქტიკების ცენტრში ვარსკვლავების მჭიდრო ხაზებისგან შემდგარი გარსაკრავი, როგორც ვარაუდობენ გრავიტაციის ზემოქმედებითაა ფორმირებული, რომელიც აირს ცენტრისკენ იზიდავს და ახალი ვარსკვლავების ფორმირებისთვის მასალას აწვდის. აირის ეს შენაკადი გიგანტურ შავ ხვრელებსაც შეიძლება კვებავდეს, რომლებიც, როგორც ვარაუდობენ, ასეთი გალაქტიკების უმეტესობის ცენტრშია განთავსებული.
სამყაროში ბევრი სპირალური გალაქტიკაა ცენტრალური გარსაკრავებით ან მათ გარეშე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ასაკზეა დამოკიდებული: ძლიერ დაშორებულ გალაქტიკებს, რომლებიც როგორც ვარაუდობენ სამყაროს ადრეულ პერიოდს განეკუთვნებიან, გარსაკრავების არარსებობის ტენდენცია აქვთ. პრაქტიკულად, დაახლოებით ადრეული სამყაროს ყოველი მეხუთე სპირალური გალაქტიკა გარსაკრავს შეიცავს, მაშინ როდესაც სულ ისინი გალაქტიკების ორ მესამედზე მეტს აქვთ. ასევე, გალაქტიკებში, რომლებსაც ცენტრალური გარსაკრავები აქვთ, უფრო მეტი ძველი და წითელი ვარსკვლავია, ხოლო გარსაკრავის არ მქონე გალაქტიკებში - უფრო ხშირად ლურჯი ახალგაზრდა ვარსკვლავები გვხვდება.
კოსმოსური ტელესკოპი Hubble Space Telescope ერთობლივი პროექტია NASA და კოსმოსური კვლევების ევროპული სამმართველოსი. იგი სამყაროს მშვენიერ ფოტოებს იღებს მისი გაშვების მომენტიდან 1991 წელს.
internet.ge