Apple-სა და Nike-ს თანამშრომლობამ ზოგიერთი ადამიანისთვის სპორტული ვარჯიშების განრიგი შეცვალა, და ელექტრონული გიგანტი მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. Apple-მა ახალი საპატენტო განაცხადი შეიტანა, რომელსაც "სპორტული აღჭურვილობისა და პორტატული მედიამოწყობილობების ინტერფეისი" ჰქვია.
პატენტს საფუძვლად დაედო იდეა იმის შესახებ, რომ სპორტით დაკავებულ ადამიანს საკუთარი მიღწევების მეგობრებისთვის გაზიარება შეეძლოს, ამასთან რეალურ დროში. სპორტული აღჭურვილობის ქვეშ ნაგულისხმევია ტრენაჟორები, Apple-ის იდეის თანახმად, მათ ექნებათ ელექტრონული მოდულები, რომლებიც ვარჯიშის დროს ყველა მაჩვენებელს ჩაიწერს.
ამას გარდა, ტრენაჟორებს დოკ-სადგურებიც ექნებათ სერიის iPhone/iPod touch მობილური მოწყობილობებისთვის, რომელთა დახმარებითაც შესაბამისად ყველა ამ მონაცემის სორტირება მოხდება, წარმოდგება მოსახერხებელი ფორმატით და ქსელში გამოქვეყნდება. პატენტში არანაირად არაა ნახსენები პროექტი Nike+, Apple ამ გადაწყვეტის საკუთარი ბრენდით დაპიარებას გეგმავს. რადგან ეს მხოლოდ პატენტია, მსგავსი პროდუქტების გამოჩენის ვადებზე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. მიუხედავად ამისა, მომავალში ალბათ გამოჩნდება, ვთქვათ, სარბენი ბილიკები მარკირებით «Made for iPod/iPhone» ან რაიმე ამის მსგავსით.
internet.ge