უდიდესი სოციალური ქსელი Facebook-ი მალე ახალ
სერვისს შესთავაზებს მომხმარებლებს. საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, სერვისი Glancee იმ ნაცნობების მოსაძებნად გამოიყენება, რომლებიც მახლობლად ცხოვრობენ. იგი საშუალებას იძლევა, მოძებნოთ თქვენთან ახლოს მყოფი
ადამიანები, რომლებთანაც საერთო ინტერესები გექნებათ, ან საერთო ნაცნობები გეყოლებათ.
ამ გარიგების შესახებ Glancee-სგან გახდა ცნობილი, რომელმაც საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა ინფორმაცია. ცნობილია,
რომ ამ კომპანიის სამი დამაარსებელი Facebook-ზე გადადის სამუშაოდ. კონტრაქტის ღირებულება არ ხმაურდება.
დაახლოებით ერთი თვის
წინ სოციალურმა ქსელმა 1 მილიარდ დოლარად კიდევ
ერთი სერვისი შეიძინა, რომელიც ფოტოების გასაცვლელად გამოიყენება. ანალიტიკოსების აზრით, ამგვარი გარიგებებით Facebook-ი ინვესტორების მოზიდვას ცდილობს.
Internet.ge