მანქანა მძღოლის გარეშე, ნევადას შტატში მალე რეალობა იქნება. პირველი ასეთი
მანქანა, რომელსაც google-ის ინჟინერები შექმნიან, ტოიოტას ფირმის
იქნება.
მანქანა გამოიყენებს სახურავზე დამონტაჟებულ ვიდეოკამერას, რადარს და
ლაზერებს, რათა ქუჩაში მოძრაობა დააფიქსიროს.
Google–ის ინჟინერები მანქანას პირველად კალიფორნიის ქუჩებში გამოსცდიან.
ინჟინერები აცხადებენ, რომ მანქანა 140.000 მილს ყოველგვარი ავარიების გარეშე გაივლის.
ნევადის ავტომობილების დეპარტამენტის უფროსი, ბრიუს ბრესლოუ აცხადებს
– „მჯერა რომ ეს მომავლის მანქანა იქნება.“
Internet.ge