ესპანეთის სატელეკომუნიკაციო კომპანია
„Telefonica“-მ iPhone-სთვის ახალი პროდუქტი შექმნა. მისი საშუალებით, შესაძლებელი
იქნება უფასო ზარების განხორციელება და შეტყობინებების გაცვლა. როგორც BBC იუწყება,
პროგრამა „To Me“ კონკურენციას გაუწევს Skype-ს. მისი გადმოწერა ინტერნეტიდან უფასოდ
იქნება შესაძლებელი.
გარდა ზარებისა და ტექსტური შეტყობინებებისა,
ამ პროგრამის საშუალებით, მომხმარებლებს ფოტოების გაცვლა, საკუთარი ადგილმდებარეობის
დაფიქსირება და ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნაც შეეძლებათ.
„To Me“ ჩვეულებრივ ტელეფონის ნომერზე
ზარების განხორციელების საშუალებას არ იძლევა. ის მომხმარებლის ექაუნთს მობილურ ტელეფონს
უკავშირებს და მუშაობს როგორც მობილური ინტერნეტის, ისე Wi-Fi-ის საშუალებით. ამ ეტაპზე
პროგრამა ხელმისაწვდომია მხოლოდ Telefonica - O2-ს, Movistar-ის და Vivo-ს კუთვნილი
სატელეფონო ოპერატორების აბონენტებისთვის. მისი გამოყენება მხოლოდ iPhone-ის საშუალებითაა
შესაძლებელი.
„To Me“ Skype-სგან მხოლოდ იმით
განხვავდება, რომ ის სატელეფონო პროგრამაა, Skype კი - კომპიუტერული.
Internet.ge