დღეს,
იუსტიციის
სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო წიქარიშვილმა პროექტისთვის „ატვირთე საქართველო გუგლზე", სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.
საჯარო
რეესტრი
Google Earth-ისთვის
ახორციელებს
პროექტს:
„ატვირთე საქართველო გუგლზე". სააგენტოში სტაჟიორების დასაქმების მიზანიც პროცესის სწრაფად წარმართვა და Google-ის უპრეცენდენტო
საძიებო სისტემაში ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად წარმოდგენაა.
„სულ
მალე,
Google Earth-ზე
შესაძლებელი
იქნება სხვადასხვა შენობებისა და ნაგებობების ე.წ. 3D (3 განზომილება) ფორმატში ნახვა, ასევე, სხვადასხვა ადგილმდებარეობების
(ქუჩა, მოედანი და ა.შ.) პანორამების დათვალიერება.
პროექტის
ფარგლებში
პირველი
3D (სამ განზომილებიანი)
გალერეა განახლებული აღმაშენებლის გამზირის ფოტოებით შეიქმნა, მალე დასრულდება მუშაობა თბილისის რეაბილიტირებული ნაწილის პანორამული გალერეის შესაქმნელად (ძველი თბილისი, კალა უბანი...). ეტაპობრივად Google Earth-ზე თბილისის ცენტრალური ქუჩები და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტების პანორამული გალერეაც განთავსდება"
- აღნიშნა
სოსო წიქარიშვილმა.
Google-ის უპრეცენდენტო საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები 2011 წლის ოქტომბერში განთავსდა. Google-ის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებდა. საჯარო რეესტრში წელიწადნახევარის მანძილზე გროვდებოდა გეოგრაფიული და სივრცობრივი მონაცემები იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია დეტალურად ყოფილიყო წარმოდგენილი.
ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ ვებგვერდზე უკვე დევს. საქართველოდან
Google-ის ადმინისტრაციას გაეგზავნა ქვეყნის დეტალური რუკა, სადაც ყველა ინფორმაციაა განთავსებული გზების, მთების, მწვერვალების, ბორანების, მდინარეების, სხვა ღირსშესანიშნაობების და სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ. გარდა ამ ინფორმაციისა, Google Map-ში დღეისათვის 100-მდე ქართული ძეგლია ინტეგრირებული მათივე ზუსტი კოორდინატებით.
Internet.ge