სოციალურ ქსელ Facebook-ს ახალი
ფუნქცია ემატება. მისი საშუალებით ჯგუფის წევრებს ფაილების გაცვლა შეეძლებათ. Mashable-ის
ინფორმაციით, ატვირთული ფაილის მაქსიმალური ზომა 25 მეგაბაიტი იქნება (ასეთივე ლიმიტია
დაწესებული Gmail-ის ფოსტისთვისაც).
ჯგუფის მომხმარებლებს საშუალება
ექნებათ, გაცვალონ დოკუმენტები, ფოტოები, მოკლე ვიდეოები და სხვა მცირე ზომის ფაილები.
მავნე პროგრამებისა და საჩივრების თავიდან ასაცილებლად, Facebook კრძალავს mp3-ი ფორმატის
მუსიკებისა და გაკეთებული ფაილების (exe ფორმატი) ატვირთვას.
სოციალური ქსელის ჯგუფებით 380
მილიონზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ჯერჯერობით ფაილების გაცვლა მხოლოდ შეზღუდული რაოდენობისთვისაა
ხელმისაწვდომი, კერძოდ, რამდენიმე კოლეჯის დახურული ჯგუფისთვის.
სავარაუდოდ, ახალი ფუნქცია drop.io-ს
ტექნოლოგიას ემყარება, რომელიც Facebook-მა გასული წლის სექტემბერში შეიძინა.
Internet.ge