Microsoft-ის მიერ შექმნილი სოციალური ქსელი So.Cl
მომხმარებელისთვის უკვე ხელმისაწვდომია. როგორც სერვისის მწარმოებლები ამბობენ,
იგი სასარგებლო სერვისი იქნება სტუდენტებისთვის. მისი საშუალებით
მომხმარებლებს შეეძლებათ მოიძიონ და ერთმანეთს „გაუზიარონ“ საინტერესო
ვებ-გვერდები.
So.Cl (გამოითქმის, როგორც „სოშელ“) Microsoft
FUSE Labs-ის კვლევითი ლაბორატორიისა და რამდენიმე უნივერსიტეტის თანამშორმლობის
შედეგად შეიქმნა. სასწავლო დაწესებულებებს შორის არიან ვაშინგტონის, სირაკუზისა და
ნიუ-იორკის უნივერსიტეტები.
კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, So.Cl
არ შექმნილა საძიებო სისტემების (Bing-ი და Google) ან სოციალური ქსელების (Facebook-ი, Twitter-ი და
LinkedIn) შესაცვლელად, არამედ იფუნქციონირებს, როგორც მათი დანამატი.
Microsoft-ის სოციალურ ქსელზე დარეგისტრირება
არ ხდება. საიტზე შესასვლელად საჭიროა Facebook-ის ან Windows Live-ს ექაუნთის მითითება.
So.Cl-ის დახურული ტესტირება 2011 წლის
ნოემბრიდან დაიწყო.
Internet.ge