iPhone 5, რომლის შექმნაშიც სტივ ჯობსმა
უდიდესი წვლილი შეიტანა, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სექტემბერში გახდება.
როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, Apple-ს ახალ
პროდუქციას გაცილებით დიდი ეკრანი ექნება, ვიდრე მის წინამორბედებს. მისი
დიაგონალი 4 დიუმი იქნება (დანარჩენებს 3,5 დიუმიანი აქვთ). გამოცემა იტყობინება,
რომ ეს ეკრანები კომპანიის პარტნიორებს უკვე შეუკვეთეს.
ეკრანის ზომის ცვლილებას iPhone-ს დიზაინის
გადაკეთება მოჰყვება. შესაძლოა, ეს
ცვლილება შეეხოს ხმამაღლა საუბრისთვის განკუთვნილ ჭრილს, წინა კამერას ან „სახლის“
ღილაკს. ამბობენ, რომ დიზაინის ცვლილება, სწორედ
სტივ ჯობსის დამსახურებაა.
გამორიცხული არ არის, რომ ახალ პროდუქციას
სახელიც შეეცვალოს. ისევე, როგორც iPad-ის შემთხვევაში, iPhone 5-საც სახელწოდებაში, შესაძლოა, ჩამოშორდეს ციფრები და ასოები და უბრალოდ „ახალი iPhone“
ეწოდოს.
Internet.ge