მეცნიერებმა
შეძლეს ადამიანის კანის ქსოვილების აღება და მისი საშუალებით გულის დაავადებული უჯრედების განკურნება.
ისრაელის
ერთ-ერთი მკვლევარი აცხადებს, რომ დიდი ხანია მეცნიერები ამაზე მუშაობენ. მისი თქმით, შედეგები მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანები შეძლებენ დაავადებული გულის თავისივე
უჯრედებით
განკურნებას.
“ჩვენ
ვაჩვენეთ,
რომ შესაძლებელია უფროსი ასაკის ადამიანებისაგან
უჯრედების
აღება და ამის მეშვეობით გულის დაავადებული უჯრედების განკურნება. ჩარევის შედეგად, ხანდაზმული ადამიანის გულიც კი ისეთი
ახალგაზრდა
გახდება, როგორიც მისი დაბადებისას იყო.”
ასეთი
სახის ოპერაცია დასჭირდებათ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გულის უკმარისობა. ეს არის დაავადება, როდესაც გულის ფუნქცია არის მოშლილი და
ვერ
უზრუნველყოფს
სისხლის
ადეკვატურ
მიმოქცევას.
internet.ge