მეცნიერებმა აღმოაჩინეს უჯრედები, რომელიც საშვილოსნოს ყელი კიბოს
გამომწვევი მიზეზი ხდება. „აღნიშნული აღმოჩენა სიმსივნის პრევენციისა და
მკურნალობის საშუალებას იძლევა,“ – განაცხადა ჰარვარდის სამეცნიერო სკოლის
წარმომადგენელმა.
აქამდე ცნობილი იყო, რომ უმეტეს შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის კიბოს
გამომწვევი მიზეზი პაპილომა ვირუსი ხდებოდა, თუმცა, ახლა მეცნიერებმა აღმოაჩინეს
უჯრედები, რომელიც აღნიშნული ვირუსის განვითარებას უწყობს ხელს.
მეცნიერთა განცხადებით, შესაძლებელია ამ უჯრედების ამოღება, რის
შემდეგაც საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება შეუძლებელი გახდება.
Internet.ge