Microsoft-მა მის
მიერ წარმოებული პირველი პლანშეტური კომპიუტერი - Surface წარმოადგინა, რომელმაც
კონკურენცია უნდა გაუწიოს
Apple-ის iPad-ს.
Microsoft–ის პრეზიდენტმა
სტივ
ვალმერმა
ლოს-ანჟელესში Surface-„კომპიუტერული მოწყობილობების პრინციპულად ახალი
ოჯახი“ უწოდა.
აპარატი
გამორჩეულია კლავიატურის სენსორული მოწყობილობითა
და დესკტოპ-ბიზნეს აპლიკაციების სრულიად განსხვავებული მოდელით. ის შეუთავსებელია Windows-ის საოპერაციო სისტემასთან, მათ შორის Microsoft Office-ის ყველა
პროგრამასთან.
The
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საკუთარ საოპერაციო სისტემაზე დაფუძნებული ბიზნეს-პლანშეტის გამოტანით Microsoft მობილური მოწყობილობების სფეროში მიღწეული მოკრძალებული წარმატებების კომპენსირებას ცდილობს.
აპარატი სულ 9,3 მილიმეტრია და მისი წონა 1 კილოგრამზე ნაკლებია.
კომპანიამ ტაბლეტ Surface-ის ორი მოდელი
წარმოადგინა. მოწყობილობების გაყიდვა სავარაუდოდ 2012 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
Internet.ge