მეტოქე
კომპანიებმა Sony-მ და Panasonic-მა ერთობლივი პროექტის განხორციელება დაიწყეს.
ისინი OLED ტელევიზორების წარმოებაში პარტნიორები ხდებიან, რათა ახალი თაობის
ტელევიზორების ბაზარზე კორეელ კონკურენტებს Samsung-სა და LG-ს ერთობლივი ძალებით
შეებრძოლონ.
Samsung-მა
და LG-მ 55 ინჩიანი
OLED პროტოტიპები წარმოადგინეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი გაყიდვა წელს
დაიწყება და 10 000 დოლარი ეღირება. ეს ფასი LCD-ის მოდელის ღირებულებას ოთხჯერ აღემატება.
Sony-ის
და Panasonic-ის წარმომადგენელთა თქმით, პირველ რიგში, ეკრანის წარმოების
ტექნოლოგიებს შეიმუშავებენ. პარტნიორი კომპანიების განცხადებით, უშუალოდ წარმოების
პროცესი 2013 წელს დაიწყება.
Sony
2007 წლიდან OLED ტექნოლოგიის პიონერად ითვლება. იგი დღემდე წარმატებით აწარმოებს
26 000 დოლარად შეფასებულ OLED ეკრანებს მაღალი კლასის მომხმარებლებისთვის.
როგორც
Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, Panasonic დასავლეთ იაპონიაში,
Himeji-ის ქარხანაში, OLED პანელების წარმოებაში 373 მილონი დოლარის ინვესტირებას
აპირებს.
Internet.ge