ამერიკელი
ფიზიკოსები გინესის რეკორდების წიგნში მოხვდნენ. ექსპერიმენტის დროს მათ ისეთი
ნივთიერების მიღება მოახერხეს, რომელიც 4 ტრილიონ გრადუსამდე ცხელდება. ეს
მაჩვენებელი 250 ათასჯერ მეტია, ვიდრე მზის გულის ტემპერატურა.
გინესის
წარმომადგენლებმა რეკორდი ოფიციალურად აღიარეს და იგი შემდეგ კატეგორიაში
შეიყვანეს: „ხელოვნურად მიღებული ყველაზე მაღალი ტემპერატურა“.
თუმცაღა,
ამერიკელებს სერიოზული კონკურენტები ჰყავთ CERN-ის შვეიცარიულ ლაბორატორიაში,
სადაც ბევრად უფრო ძლიერი მოწყობილობები გააჩნიათ. ჯერჯერობით ევროპელი ფიზიკოსები
თავიანთი მუშაობის ოფიციალურ შედეგებს არ აქვეყნებენ.
internet.ge