ურალის ფარმაცევტული ტექნოლოგიების ცენტრი და „მედსინთეზის“ საწარმო, სექტემბრიდან С-ჰეპატიტის სამკურნალო წამლს გამოუშვებენ. მასზე
მეცნიერები 2005 წლიდან მუშაობდნენ.
წამლის სახელწოდება „Профеталь“ იქნება. იგი შედგება ინტერფერონისა და ალფაფეტოპროტეინისგან,
რომლებიც ვირუსს უჯრედებიდან გამოდევნიან. შემქმნელთა განცხადებით, პრეპარატს გვერდითი ეფექტები არ აქვს, ვინაიდან ალფაფეტოპროტეინი
ბუნებრივი
ცილაა, რომელსაც ორსული ქალის სისხლი შეიცავს.
„Профеталь“ თავდაპირველად რუსეთის
ბაზარზე გაიყიდება. მის საწარმოებლად მიკროტექნოლოგიები გამოიყენება. რეაქტორი
მხოლოდ 10 კილოგრამი წამლის დამზადებაზეა გათვლილი. 1 კილოგრამ წამალში 30 ათასი
სამკურნალო დოზა შედის, რაც მსოფლიო ბაზრის ფასებით, 8,5 მილიონი დოლარის
ღირებულებისაა.
ურალის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ფარმაკოლოგიის კათედრის პროფესორის, სერგეი როდიონოვის თქმით, ამჟამად კლინიკური გამოკვლევის მეოთხე ფაზა მიმდინარეობს.
С-ჰეპატიტით
დაავადებულთა
მიერ აღნიშნული წამლის მოხმარებამ მსოფლიოში საუკეთესო შედეგი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ სამკურნალო კურსის ჩატარების შემდეგ პაციენტების სისხლში ვირუსი არ დაფიქსირებულა.
internet.ge